Call Us: +995 322 424002

About Cloud9

Cloud9 პროფესიონალი ვებ ჰოსტინგ პროვაიდერი და დატაცენტრის გამოცდილი ოპერატორია. კომპანიის ისტორია 2014 წლიდან იწყება. Cloud9 დააარსეს IT ინდუსტრიის ლიდერმა კომპანიებმა - ITDC და Expert Solutions Georgia - პროფესიონალებისგან შემდგარმა გუნდმა, რომელსაც ქართულ და უცხოურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებში მრავალწლიანი მუშაობის და ინოვაციების დანერგვის მდიდარი გამოცდილება ჰქონდა.


Cloud9-ში მიიღებთ პრემიუმ ხარისხის მომსახურებას, მათ შორის:

  • Cloud სერვისები;
  • DevOps სერვისები;
  • IT კონსულტაცია;
  • სტრიმინგ სერვისები;
  • Mail სერვისები;
  • კოლოკაციის სერვისი;
  • CDN (მედია ფაილების გავრცელების ქსელი) სერვისი;
  • CERT- უსაფრთხოების და DDoS-ისგან თავდაცვის გადაწყვეტები;
  • დატაცენტრის სერვისები;
  • სასერვერო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, გამართვა და ადმინისტრირება;
  • დატაცენტრების დაპროექტება, აშენება და მოწყობა.

Cloud9 ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით და უახლესი აპარატურით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს, საიმედოობას და სტაბილურობას.