დაგვირეკე: +995 322 424002

მაღალი წარმადობის ქსელი ჩვენი ინფრასტრუქტურის ერთერთი მთავარი კომპონენტია.

ქსელის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი სერვისების მომხმარებლებმადე მიტანა, ამიტომ ჩვენი კომპანია ოპერირებს ერთერთ ყველაზე დიდი გამტარობის ქსელურ ინფრასტრუქტურას საქართველოში.

რამოდენიმე 10GB/Sec მიერთება ქართულ პროვეიდერებთან, 10GB/Sec და 1GB/Sec მიერთებები სერვერებთან, დუბლირებული ქსელის კომპონენტები და საკუთარი ავტონომიური სისტემა ქმნის პლატფორმას რომლის ბაზაზეც გთავაზობთ ჩვენს სერვისებს.

სტაბილურობა და მაღალი წარმადობა დღეს უკვე საკმარისი აღარ არის სერვისების მისაწოდებლად, ასევე საჭიროა დაცვა სხვადასხვა ტიპის ქსელური შეტევებისგან, მათ შორის ყველაზე პრობლემური და მნიშვნელოვანი კი DDoS შეტევებისგან თავდაცვაა.

იმისთვის რომ ჩვენი სერვისები იყოს დაცული ყველანაირი ქსელური საფრთხის წინაშე ჰოლანდიის დატაცენტრში გთავაზობთ პროქტიულ დაცვას DDoS შეტევებიგან.

ქართულ რეალობაში DDoS შეტევები საერთოდ არ ფიქსირდება ან იმდენად მცირეა რომ მარტივად შეიძლება მათგან თავის დაცვა, მაგრამ გლობალურ ქსელში DDoS შეტევები ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, მათთან გამკლავება კი დაკავშირებულია ძალიან დიდ ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსებთან.