დაგვირეკე: +995 322 424002

კომპანიისთვის რომელიც ჰოსტინგის და სხვა სერვერულ გადაწყვეტილებებს თავაზობს მომხმარებლებს მძლავრი სასერვერო ინფრასტრუქტურა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ამის გამო ჩვენი კომპანია იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, სასერვერო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი კომპანიების HP-ს და Supermicro-ს აპარატურულ გადაწყვეტილებებს.

ჩვენი კომპანიის ყველა სერვერი აღჭურვილია დუბლირების ყველა შესაძლო კომპონენტით: დუბლირებული კვების წყარო, დუბლირებული დისკების მასივები, სერვერის კომპონენტების hot-swap გამოცვლის შესაძლებლობა (სერვერის გამორთვის გარეშე, აპარატურული ცვლილები რეალურ დროში აისახება სისტემებზე)

დამატებით ის ფაქტი რომ ჩვენი კომპანია რამოდენიმე დატაცენტრში ოპერირებს ერთდოულად საშუალებას გვაძლევს მომხმარებლების კრიტიკული სერვისების დუბლირება გავაკეთოთ როგორც ერთ ასევე რამოდენიმე მონაცემთა დამუშავების ცენტრში, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი რისკ-ფაქტორებისგან დავიცვათ ჩვენი მომხამრებლების ბიზნეს კრიტიკული სერვისები.