დაგვირეკე: +995 322 424002

.GE დომენისთვის NS სერვერების შეცვლა

მას შემდეგ რაც .GE დომენის ადმინისტრაციამ საიტზე ავტომატური მართვის პანელი გააკეთა NS სერვერების შეცვლა და სხვა ოპერაციები შეგიძლია დამოუკიდებლად გააკეთო საიტიდან registration.ge

იმისათვის რომ დომენი მართო გჭირდება შესაბამისი ანგარიში საიტზე, თუ ანგარიში არ გაქვს ნახე სტატის ჩვენს დოკუმენტაციაში თუ როგორ უნდა დაარეგისტრირო ანგარიში არსებული დომენისთვის

ამ ეტაპზე ვთვლით რომ ანგარიში საიტზე უკვე გაქვთ, მიყევით შემდეგ ინსტრუქციას NS სერვერების შესაცვლელად:

1. შედი საკუთარი ანგარიშით საიტზე - ავტორიზაცია სატიზე registration.ge

ავტორიზაცია საიტზე registration.ge

2. დაინახავ შენი დომენების სიას, დააჭირე სასურველ დომენზე დეტალების ნახვის ბმულს:

დომენის დეტალები

3. გახსნილ გვერდზე დაინახავ ახლა გაწერილ NS სერვერებს და საკონტაქტო ინფორმაციას, ამ გვერდიდანვე შეგიძლია დაარედაქტირო ეს ინფორმაცია.

დომენის რედაქტირება

4. NS სერვერების შესაცვლელად დააჭირე დამატების ღილაკს არსებული NS სერვერების ქვეშ და შეიყვანე ახალი NS სერვერები

(ყველა დომენი მინიმუმ 2 NS სერვერზე უნდა იყოს გაწერილი, შესაბამისად ამ ოპერაციის გაკეთება მინიმუმ 2-ჯერ მოგიწევთ)

NS სერვერის დამატება

გთხოვთ სანამ აქ ჩვენს სერვერებს ჩაწერთ დააზუსტეთ თუ ჩვენს კონკრეტულად რომელ NS სერვერზეა გაკეთებული თქვენი დომენის ჩანაწერები ( ამ ინფორმაციის ნახვა შეგიძლია სერვისის აქტივაციის წერილში,
ან დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს )

სწორი NS სერვერების დამატების შემდეგ სიაში იქნება როგორც ძველი და როგორც ახალი სერვერები, ახლა წაშალე ძველი სერვერები სიიდან და პროცესის დასასრულებლად დაიმახსოვრე რედაქტირებული შედეგები.

NS სერვერების ცვლილების დამახსოვრება

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ამ ცვლილებების რეალურ გარემოში ასახვას შეიძლება 24 საათამდე დრო დაჭირდეს (როგორც წესი შეცვლიდან 2-3 საათის შემდეგ უკვე საიტი ახალი სერვერიდან გაიხსნება
მაგრამ მთელ ინტერნეტ სივრცეში ცვლილების ასახვას დაახლოებით 24 საათი ჭირდება.)




  • 849 მომხმარებელს დაეხმარა ეს სტატია
დაგეხმარა ეს სტატია?

Related Articles

რეგისტრირებული .GE დომენის ანგარიშის გახსნა

მას შემდეგ რაც .GE დომენის ადმინისტრაციამ საიტიდან დომენების მართვის ფუნქციონალი დაამატა იმისთვის...