დაგვირეკე: +995 322 424002

თუ რეგისტრიდები არა ქართული კომპანიის სახელით და გინდათ ანგარიშსწორება დოლარში ან ევროში გთხოვთ მოგვწერეთ support@cloud9.ge-ზე რეგისტრაციამდე


სამომხმარებლო შეთანხმება
აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება აწესრიგებს ურთიერთობას შპს ქლაუდ ცხრას ( შემდგომში Cloud9) სერვისის ადმინისტრაციასა და სერვისის მომხმარებლებს შორის.

1. სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტი განკუთვნილია Cloud9 -ს ყველა მომხმარებლისათვის.
2. Cloud9 -ს ნებისმიერი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ Cloud9 -ს სერვისს.
3. მიუხედავად იმისა, რომ Cloud9 -ს ადმინისტრაცია ეცდება აცნობოს მოხმარებლებს შეთანხმებაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, სამომხმარებლო შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შესაბამისად, სერვისის გამოყენებისას იხელმძღვანელეთ სამომხმარებლო შეთანხმების უახლესი ვერსიით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოხმარებლისათვის შემდეგ ბმულზე: ბმული
4. იმისათვის რომ ისარგებლოთ Cloud9 -ს -ს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სერვისით, მოხმარებელმა უნდა შექმნას საკუთარი ანგარიში. რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია.
5. დაუშვებელია სხვა მომხმარებლის ანგარიშის ნებართვის გარეშე გამოყენება. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა აცნობოს Cloud9 -ს ადმინსიტრაციას მისი ანგარიშის სხვა პირის მიერ უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში.
6. Cloud9 -ს მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს მისაღები სერვისისათვის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
7. Cloud9 -ს პორტალის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მისთვის სასურველი თავისუფალი დომენური სახელის რეგისტრაცია ერთი ან მეტი წლის ვადით (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N3 დადგენილების ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის შესაბამისად ).
8. დომენური სახელის რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ რაც მომხმარებლის მხრიდან სრულად იქნება გადახდილი შესაბამისი დომენური სახელის რეგისტრაციის ღირებულება.
9. მომხმარებლის მიერ დომენის ღირებულების გადახდამდე დომენის რეზერვაცია არ ხდება და დომენი ითვლება ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი.
10. თუ მომხმარებლის მიერ დომენის რეგისტრაციაზე განაცხადის მომენტიდან 7 კალენდარული დღის მანძილზე დომენის რეგისტრაციის ღირებულება არ იქნება გადახდილი, რეგისტრაციის განაცხადი გაუქმდება.
11. დომენის რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ დომენის რეგისტრაციის განახლების ღირებულება არ იქნება გადახდილი დროულად, მომხმარებელს განახლებისათვის ეძლევა სარეგისტრაციო ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღე, რა პერიოდშიც დომენი რჩება მომხმარებლის სარგებლობაში თუმცა დომენი ამ პერიოდით გათიშულია. 30 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ დომენით სარგებლობის უფლება უქმდება და გადის თავისუფალ რეგისტრაციაში.
12. Cloud9 -ს დამატებითი სერვისებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს ან დარეკეთ ნომერზე 2424002