დაგვირეკე: +995 322 424002

მხარდაჭერა

მხარდაჭერა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი სერვისის.

ჩვენ გვესმის რომ მხოლოდ სწრაფი და მრავალფუნციონალური სერვისები არ არის საკმარისი ჩვენი მომხმაერბლებისთვის. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ასეთივე სწრაფი და კვალიფიციური მხარდაჭერა რომელიც მზად არის 24/7 დაეხმაროს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.

იმისთვის რომ ჩვენ კომპანიასთან მუშაობა მაქსიმალურად მარტივი და ინტუიტიური ყოფილიყო ჩვენ შევქმენით შემდეგი ისტრუმენტები:


მომხმარებლის პორტალი

ჩვენ შევქმენით თქვენთვის გაერთიანებული ინტერფეისი, რომელშიც შეგიძლიათ აკონტროლოთ ყველაფერი რაც თქვენს სერვისებთან არის დაკავშრირებული (სერვისები, დომენები, ფინანსური ინფორმაცია, მხარდაჭერის ბარათები)


ცოდნის ბაზა

ჩვენი სერვისების დოკუმენტაცია, ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად, რეკომენდაციები თუ როგორ გახადოთ თქვენი საიტი და სერვისები უფრო დაცული და სწრაფი.


24/7 მხარდაჭერის სამსახური

ჩვენი მხარდაჭერის სამსახური - ეს ჩვენი ყველაზე საამაყო პროდუქტია. სწორედ რომ მხარდაჭერის სამსახური უზრუნველყოფს რომ თქვენ ბოლომდე შეძლოთ ჩვენი სერვისებით სარგებლობა.

იმისთვის რომ მხარდაჭერა მაქსიმალურიად ეფექტიანი იყოს ჩვენი კომპანია იყენებს მხარდაჭერის ბარათების სისტემას რომელიც ინტეგრირებულია მომხმარებლის პორტალში. ბარათის გახსნა შესაძლებელია როგორც მომხმარებლის პორტალიდან, ასევე ელ-ფოსტით.

რამდენიმე ფაქტი ჩვენი მხარდაჭერის სამსახურის მუშაობის შესახებ:

ჩვენი მხარდაჭერის სამსახური მუშაობს 24/7
  • ჩვენი სერვისების მხარდაჭერისთვის 24 საათი მუშაობენ ჩვენი ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლები. ნებისმიერი დროს გახსნილ მხარდაჭერის ბარათზე რეალურ დროში მუშაობას იწყებს ჩვენი თანამშრომელი.
რეაგირების და პრობლემების მოგვარების დროები
  • მხარდაჭერის სისტემის სტატისტიკის მიხედვით რეაგირების დრო 99% არ აღემატება 10 წუთს.
  • 96% შემთხვევებში პრობლემა გვარდება 20 წუთის განმავლობაში ბარათის გახსნიდან.
არა მხოლოდ ჩვენი სერვისების მხარდაჭერა
  • ჩვენი მხარდაჭერის სამსახურის მიზანია არა მხოლოდ ჩვენი სერვისების მხარდაჭერა, არამედ იმ პრობლემის მოგვარება რითაც მხარდაჭერის სამსახურს მიმართეთ.
  • ამის გამო ჩვენი ჩვენი ტექნიკური სამსახური ახდენს სხვა კომპონენტების მხარდაჭერასაც რაც კავშირშია ჩვენს სერვისებთან, მაგალითად ჩვენი ტექნიკური ჯგუფი დაგემხარებათ პოპულარულ CMS-ებთან და მოდულებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, დაგემხარებათ და რეკომენდაციებს გაგიწევთ CMS/CMF-ების წარმადობის ოპტიმიზაციაში.