დაგვირეკე: +995 322 424002

რეგისტრირებული .GE დომენის ანგარიშის გახსნა

მას შემდეგ რაც .GE დომენის ადმინისტრაციამ საიტიდან დომენების მართვის ფუნქციონალი დაამატა იმისთვის რომ შენი დომენები მართო საჭიროა შესაბამისი ანგარიში საიტზე registration.ge

უკვე არსებული დომენებისთვის უნდა შექმნა/აღადგინო ანგარიში შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

1. შედიხარ საიტზე და ძებნივ ველში წერ შენს დომენს (დაბოლოების .GE-ის გარეშე, თუ რაიმე სხვა დაბოლოვებაა, მაგალითად .EDU.GE მონიშნე სიაში შესაბამისი ზონა) და დააჭირე ძებნას.

GE დომენის ძებნა

2. ძებნის რეზულტატში დაინახავ შენი დომენის შესახებ დამატებით ინფორმაციას (ვისზეა დარეგისტრირებული, საკონტაქტო ინფორმაცია და ასე-შემდეგ) ამ რეზულტატებიდან გვაინტერესებს საკონტაქტო ელ-ფოსტა.

იმისათვის რომ ანგარიში შექმნა რომელსაც registration.ge-ზე შენი დომენის მართვა შეეძლება აუცილებელია რომელიმე მითითებულ ელ-ფოსტაზე წვდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშს ვერ შექმნი.

დომენის ძებნის რეზულტატი

3. იმის შემდეგ რაც საკონტაქტო ელ-ფოსტა გავიგეთ გადადი არსებული მომხმარებლის პროფილის რეგისტრაციის გვერდზე:  registration.ge - არსებული მომხმარებლის პროფილის რეგისტრაცია 

ამ გვერდზე შეიყვანე დომენის სახელი და საკონტაქტო ელ-ფოსტა და დააჭირე "გაგზავნა"

 არსებული მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია

4. შეამოწმე მითითებული საკონტაქტო ელ-ფოსტა, მიიღებ წერილს აქტივაციის მისამართით.

წერილი სარეგისტრაცია ბმულით

5. გადადი რეგისტრაციის ბმულზე და დაასრულე რეგისტრაცია (უნდა შეიყვანო მომხმარებლის სახელი და პაროლი)

რეგისტრაცია არსებული დომენის მომხმარებლის

ამით რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.


  • 224 მომხმარებელს დაეხმარა ეს სტატია
დაგეხმარა ეს სტატია?

Related Articles

.GE დომენისთვის NS სერვერების შეცვლა

მას შემდეგ რაც .GE დომენის ადმინისტრაციამ საიტზე ავტომატური მართვის პანელი გააკეთა NS სერვერების...